ჩეხეთის ელჩი - ჩეხეთის საელჩო დაესწრო მზია ამაღლობელის სასამართლო მოსმენას - საქართველოში სამართალი არ შეიძლება შერჩევითი იყოს

ჩეხეთის საელჩო დაესწრო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო მოსმენას - საქართველოში სამართალი არ შეიძლება შერჩევითი იყოს, - ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ჩეხეთის საელჩო დაესწრო ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო მოსმენას. გავაგრძელებთ დამოუკიდებელი მედიის TRANSITION პროგრამის მეშვეობით დახმარებას. საქართველოში სამართალი არ შეიძლება შერჩევითი იყოს!” - წერს კუბერნატი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს