ლევან მგალობლიშვილმა გენერალ-მაიორ გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე, გენო ადამიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს ჩვენ საქართველოს ეროვნული გმირის, ბატონი გენერალ-მაიორის, გენო ადამიას ბიუსტთან ვიმყოფებით, მისი ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე განუზომელია და მნიშვნელოვანია, რომ მომავალ თაობას გადავცეთ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული გმირის შესახებ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათი სახელი უკვდავი იყოს და მუდამ ახსოვდეს ქვეყანასა და მომავალ თაობას", - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

გმირთა მოედანზე, გმირთა მემორიალთან ასევე, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონის წინამძღვარმა, მამა ლევან ჯანაშიამ დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდიც გადაიხადა.

მემორიალთან ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და გენო ადამიას ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, გენერალ-მაიორი გენო ადამია იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგ, მან უარი თქვა დანებებაზე და მცირე ძალებით განაგრძობდა სეპარატისტებისათვის წინააღმდეგობის ბრძოლას. 28 სექტემბერს ის კელასურის ხიდთან ბრძოლაში დაიღუპა.

გენო ადამიას ცხედარი 1993 წლის ნოემბერში, მისმა თანამებრძოლებმა თბილისში გადმოასვენეს და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

2020 წელს გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა