ანა დოლიძე ესტონეთში შეხვედრებს გამართავს

კოალიცია „ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ესტონეთში შეხვედრებს გამართავს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ანა დოლიძე ვიზიტის ფარგლებში ისაუბრებს, მათ შორის საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნაზე და პატიმრების გათავისუფლებაზე.

„იწყება ჩემი ვიზიტი ესტონეთში, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში და ჩვენს მთავარ მხარდამჭერში ევროკავშირთან დაახლოების და გაერთიანების პროცესში. შეხვედრები მექნება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ესტონეთის პარლამენტში, ასევე პარტიებთან და პარტიების ლიდერებთან და რაც მთავარია მექნება საჯარო ლექცია ტალინის უნივერსიტეტში. ხვალვე, დღის დასაწყისში მაქვს გამოსვლა ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში, რაც უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი არჩევნების მოთხოვნა, პოლიტპატიმრების გამოშვება, სანქციები და რა ახალი ფინანსური მხარდაჭერა შეიძლება მიიღოს საქართველოს მოსახლეობამ, ამ ყველაფერზე მექნება საუბარი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს