დონალდ ტრამპი - აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა დააკავა მაჰმუდ ხალილი, რადიკალი უცხოელი „ჰამასის“ მხარდამჭერი, კოლუმბიის უნივერსიტეტის კამპუსში - ჩვენ ტერორისტების მხარდამჭერებს ვიპოვით, დავაკავებთ და გავაძევებთ

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა პალესტინელი აქტივისტი დააკავა.

„იმ აღმასრულებელი ბრძანებების შესაბამისად, რომლებსაც ხელი მანამდე მოვაწერე, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა (ICE) ამაყად დააკავა მაჰმუდ ხალილი, რადიკალი უცხოელი „ჰამასის“ მხარდამჭერი, კოლუმბიის უნივერსიტეტის კამპუსში. ეს პირველია მრავალი მომავალი დაკავებიდან“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, კოლუმბიის უნივერსიტეტსა და აშშ-ის სხვა უნივერსიტეტებში ბევრი სტუდენტია, რომლებიც „ტერორისტების მხარდამჭერ, ანტისემიტურ, ანტიამერიკულ საქმიანობას ეწევიან და აშშ ამას არ მოითმენს“.

„ბევრი მათგანი სტუდენტი არ არის, ისინი დაქირავებული აგიტატორები არიან. ჩვენ ამ ტერორისტების მხარდამჭერებს ვიპოვით, დავაკავებთ და ქვეყნიდან გავაძევებთ, ისე, რომ ვეღარ დაბრუნდნენ“, - აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

მედია წერს, რომ მაჰმუდ ხალილი, რომელმაც კოლუმბიის უნივერსიტეტი დეკემბერში დაამთავრა, უნივერსიტეტში პალესტინის მხარდამჭერ აქციებს აწყობდა. აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა ხალილი შაბათს დააკავა. ადვოკატის განცხადებით, ხალილს მწვანე ბარათი აქვს. კვირას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი „აშშ-ში „ჰამასის“ მხარდამჭერებს ვიზებსა და მწვანე ბარათებს გაუუქმებს, რათა მათი დეპორტაცია მოხდეს“.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო