ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთიდან დროებით დევნილი მრავალშვილიანი დედები დააჯილდოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, მრავალშვილიანი დედების მხარდასაჭერად, ღონისძიება - „ქალი XXI საუკუნეში“ გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორ ანი კიტიასთან და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, აფხაზეთიდან დროებით დევნილი, მრავალშვილიანი, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქალბატონები დააჯილდოვა.

მთავრობის თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა და ძლიერი და წარმატებული მრავალშვილიანი დედების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩემთვის ძალიან კარგად ნაცნობია ის გამოწვევები, რაც დღეს მრავალშვილიან ოჯახებშია, რადგან მე თავად მრავალშვილიანი მამა ვარ.

უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო მრავალშვილიანი ოჯახების, განსაკუთრებით კი დედების მიმართ. მათ ხელშია ჩვენი მომავალი თაობის აღზრდა და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბება. მრავალშვილიან ოჯახებში გაზრდილი ბავშვები, ხშირად მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევიან.

განათლება არის ის ფუნდამენტი, რომელზეც უნდა აშენდეს ჩვენი ძლიერი სახელმწიფო, ხოლო განათლებული თაობა არის ჩვენი იმედი იმისა, რომ უახლოეს პერიოდში, მოძმე აფხაზებთან ერთად, აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის