ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების განსაკუთრებით დიდი ოდენობების ზღვრები მცირდება - ეს კი შედეგად, შესაბამის ნარკოტიკულ საშუალებებზე გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გაამკაცრებს

ცალკეული ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების განსაკუთრებით დიდი ოდენობების ზღვრები მცირდება. ეს კი შედეგად, შესაბამის ნარკოტიკულ საშუალებებზე გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გაამკაცრებს.

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მცირდება შემდეგი ნარკოტიკული საშუალებების: ბუპრენორფინის, კოკაინის (ფუძე და მარილები), მარიხუანას (გამომშრალი, ნედლი), პსილოციბინის ან პსილოცინის შემცველი სოკოს ნებისმიერი სახეობის, ტეტრაჰიდროკანაბინოლების (ყველა იზომერი და მათი სტერეოქიმიური ვარიანტები) და ფსიქოტროპული ნივთიერებების - კეტამინის და პრეგაბალინის განსაკუთრებით დიდი ოდენობების ზღვრები.

აღნიშნული ცვლილება ანტინარკოტიკული საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა