ანა დოლიძე ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მარკო მიხელსონს შეხვდა

კოალიცია „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ესტონეთში შეხვედრებს მართავს.

მისი თქმით, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა და იმ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რა შეიძლება მომავალში გაკეთდეს, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან ქართველი ხალხის დახმარების საკითხზე.

„დღეს, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მარკო მიხელსონს შევხვდი. უპირველესად, მადლობა გადავუხადე ესტონეთს ქართველი ხალხის მხარდაჭერისათვის. ვისაუბრეთ შემდგომ ნაბიჯებზე, თუ რა შეიძლება მომავალში გაკეთდეს, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან ქართველი ხალხის დახმარების საკითხზე. ამასთანავე, პოლიტპატიმრებისა და ახალი არჩევნების საკითხებზე. ესტონეთი მხარს უჭერს ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, - წერს ანა დოლიძე „ფეისბუქზე“.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს