Reuters - ევროკავშირი 28 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფებს დააწესებს

ევროკავშირი 28 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფებს დააწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ევროკომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღეს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები ძალაში შევიდა.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საპასუხოდ, ევროკომისიამ განაცხადა, რომ ევროკავშირი აპრილში ამერიკულ პროდუქციაზე საწინააღმდეგო ზომებს მიიღებს.

„ეს აშშ-ს ტარიფების ეკონომიკურ მასშტაბებს შეესაბამება. ჩვენი საპასუხო ზომები ორ ეტაპად ამოქმედდება. იგი 1-ელ აპრილს დაიწყება და 13 აპრილიდან სრულად ამოქმედდება“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის.

ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კანადას აშშ-ში შემავალ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფების 50%-მდე გაზრდით დაემუქრა, თუმცა მოგვიანებით გეგმის განხორციელებაზე უარი განაცხადა, მას შემდეგ, რაც კანადის ონტარიოს პროვინციის პრემიერმა, დაგ ფორდმა მინესოტას, ნიუ-იორკისა და მიჩიგანის შტატებისთვის ონტარიოდან ელექტროენერგიის ექსპორტზე 25%-იანი დამატებითი გადასახადის დაწესება შეაჩერა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს