ალეკო ელისაშვილი - ჩვენთან პოლიტიკაში ამპარტავნებით არიან შეპყრობილნი, ოპოზიციის შეხვედრაზე სევდიან ხასიათზე ვარ ხოლმე - ერთობა ამიტომაც არ გვაქვს

ოპოზიციის შეხვედრაზე ისეთი სევდიან ხასიათზე ვარ ხოლმე, ჩემთვის ვფიქრობ: „ამხელა ამპარტავნობით როგორ დადიხართ?!” - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკოსები ზედმეტად ამპარტავნები არიან.

„ვინც ჩვენთან პოლიტიკაში არიან, ზედმეტი ამპარტავნებით არიან შეპყრობილები. ყველას ისეთი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, დაიღლები რომ უყურებ. ოპოზიციის შეხვედრაზე ისეთი სევდიან ხასიათზე ვარ ხოლმე, „ამხელა ამპარტავნობით როგორ დადიხართ?!“ - ჩემთვის ვფიქრობ, ზოგიერთს რომ ვუყურებ ხოლმე. 3-ჯერ გამოჩნდებიან ტელევიზორში და შემდეგ თავი კიტრები ჰგონიათ, თან შუშა კიტრები“, - განაცხადა ელისაშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ასეთ ადამიანებთან ერთობა, ელისაშვილი ასე პასუხობს: „ძალიან რთულად რომ წარმომიდგენია, ამიტომაც არ გვაქვს“.

მისივე მოსაზრებით, რუსთაველზე თუ იქნება პროტესტი, საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდება.

„პროტესტი არ შემწყდარა მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს არწმუნებდნენ, ცოტა ხანში არ იქნებოდა. არავინ შეშინებულა, რა თქმა უნდა, ემოციურად ცოტა გადავიღალეთ. რა თქმა უნდა, დამღლელია. მე ამისაც არ მჯეროდა, რადგან ეს არ არის ჩვენ ხასიათში. რუსთაველზე თუ იქნება პროტესტი, აუცილებლად დავბრუნდებით საერთაშორისო დღის წესრიგში“,- აღნიშნა მან.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია მუდმივად მუშაობს პარტნიორებთან იმისათვის, რომ საქართველო არ ამოვარდეს მათი დღის წესრიგიდან.

მისივე თქმით, თუკი 31 მარტს დაგეგმილი აქცია მასშტაბური იქნება, საქართველო ისევ მიიქცევს საერთაშორისო პარტნიორების ყურადღებას.

„ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე მაქსიმალურად ვმუშაობთ. ჩვენი კოალიცია ძალიან ბევრს მუშაობს, რომ დღის წესრიგიდან არ ამოვარდეთ. 31 მარტის აქცია უნდა იყოს ის, რომ ჩვენ არ დავიღალეთ. მაინც პროტესტი გვაქვს, მაინც ვდგავართ ქუჩაში. ეს არის ამ ხელისუფლებისთვის ყველაზე დამანგრეველი. ვერც ცემით, ვერც დაშინებით, ვერც ჯარიმებით ვერ შეძლეს პროტესტის გაქრობა.

(31 მარტის) აქცია თუ იქნება მასშტაბური, ჩვენ ისევ მივიქცევთ ყურადღებას (საერთაშორისო პარტნიორების). გასროლილი თოფივით ეშინიათ სანქციების. ყველაზე მძაფრი სანქციების დაწესება ამერიკას შეუძლია“,- აღნიშნა ელისაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ძალიან მძიმე გაზაფხული იქნება.

ელისაშვილი ამბობს, რომ პროტესტი გაიზრდება და რადიკალურიც გახდება.

„ისეთ წნეხში გვეყოლება ხელისუფლება, რომ ვერ გაუძლებს. პროტესტი გაიზრდება, რადიკალურიც გახდება. მთავარს ვერ მიაღწიეს: ვერ გაგვტეხეს და პროტესტი ვერ გააქრეს. პროტესტი არ გაქრება, რადგან ჩვენ არ გვაქვს უკან დასახევი გზა. ჩვენ უკან არის საქართველო და სახელმწიფო ინტერესები“,- აღნიშნა ელისაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო