უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 78 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 78 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის 1 ბალისტიკური რაკეტა და 117 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 78 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 38 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

„მტრის თავდასხმის შედეგად სუმის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვის, ოდესისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაზარალდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, კიევის, ხმელნიცკის, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში გაანადგურეს.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა