მზია ამაღლობელი მოსამართლეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე - საქმე, რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია, ოქმიც არის გაყალბებული

საქმე, რომელსაც განიხილავთ, მინდა გითხრათ, რომ გაყალბებულია, - ასე მიმართა გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს.

როგორც ამაღლობელმა აღნიშნა, მას კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები არ ჩაუდენია.

„საქმე, რომელსაც განიხილავთ, მინდა გითხრათ, რომ გაყალბებულია. ოქმიც არის გაყალბებული. სტიკერი ნამდვილად გავაკარი, სრულიად გააზრებულად. კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები არ ჩამიდენია და არც მოწოდებები იყო. ამას არ ჰქონდა ადგილი უბრალოდ. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასო, ესეც სიცრუეა. უბრალოდ ვერ ნახავენ კადრს ან ადამიანს, რომ ამ სიტყვებს გამოვიყენებდი მე. არც დახურულ სივრცეში და არც საჯაროდ სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. კარგი იქნება, თუ სასამართლო მე და ჩემ ადვოკატებს მოგვცემს იმის უფლებას, რომ ჩემი უკანონო დაკავება დავამტკიცოთ“, - განაცხადა მზია ამაღლობელმა.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მზია ამაღლობელი დისტანციურად ესწრება.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები