ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის მთავრობის მინისტრებთან ერთად, 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული სამხედრო პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„სამოქალაქო პანაშვიდზე, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს გადმოსვენებულთა ოჯახებს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს”, - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან მგალობლიშვილმა მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულ ყველა უწყებას და ორგანიზაციას, რომლებიც დაღუპულთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და გადმოსვენების პროცესში იყვნენ ჩართული.

„დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ხსოვნას. ისინი ემსახურებოდნენ ქვეყნის ინტერესებს და ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.

სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს - მათი მწუხარება ჩვენი საერთო ტკივილია. ჩვენი ვალია არასოდეს დავივიწყოთ ამ ადამიანების ღვაწლი, გავაგრძელოთ სწორი სამშვიდობო პოლიტიკის გატარება და მომავალ თაობებს თავისუფალი და გაერთიანებული საქართველო დავუტოვოთ.

მინდა მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულ ყველა უწყებას და ორგანიზაციას, რომლებიც დაღუპულთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და გადმოსვენების პროცესში იყვნენ ჩართული“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 6 იდენტიფიცირებული პირის ნეშტის (5 სამხედრო და 1 სამოქალაქო პირი) გადმოსვენება ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

გადმოსვენებული 2 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა