ნიკა გვარამია - რეპრესიები, რაც საჯარო მოხელეებს მოუწყვეს, უნდა აღმოიფხვრას რეჟიმთან ერთად - არცერთი ხელისუფლების პირობებში არ შეიძლება ისინი პოლიტიკური შეხედულებების გამო ისჯებოდნენ

რეპრესიები, რომლებიც ახლა მოუწყვეს საჯარო მოხელეებს, უნდა აღმოიფხვრას რეჟიმთან ერთად, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ექსპო ჯორჯიაში“ ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ საჯარო მოხელეების მხარდაჭერის ხედვა წარადგინა.

ნიკა გვარამიას თქმით, საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული გეგმები, კონკრეტულად კი - კომპენსაციები, სამსახურში აღდგენა და ხელფასის ზრდა.

„საჯარო მოხელეები არიან ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს წინ, მისი ისტორიული მიზნებისკენ, ხალხი მიჰყავს კეთილდღეობისკენ, ამიტომ არ შეიძლება არცერთი ხელისუფლების პირობებში ისინი ისჯებოდნენ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო. მათ აქვთ სრული უფლება, რომ გამოხატონ შეხედულებები ნებისმიერი ფორმით, როგორსაც აირჩევენ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის რეპრესიები, რომლებიც ახლა მოუწყვეს საჯარო მოხელეებს, უნდა აღმოიფხვრას რეჟიმთან ერთად და მათთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული გეგმები, მაგალითად კომპენსაციასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებლად უნდა გადავუხადოთ, აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებლად უნდა მოხდეს და იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო მოხელეები უნდა მუშაობდნენ პროფესიონალურად, კიდევ უფრო მაღალი ხელფასით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრეზენტაციის ფარგლებში, საჯარო სექტორიდან გათავისუფლებულმა პირებმა და კოალიციის სპიკერებმა შეკრებილებს ხედვა წარუდგინეს - საჯარო მოხელეთა მხარდაჭერისა და საჯარო სექტორის გაძლიერების კუთხით. პრეზენტაცია საჯარო სექტორიდან გათავისუფლებულმა პირებმა გახსნეს. მათი თქმით, ისინი საჯარო სექტორიდან სწორედ ქვეყნის ევროპული კურსის დაცვისათვის გაათავისუფლეს, მათ ძირითადი აქცენტი საჯარო მოხელეთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

ღონისძიებას საჯარო მოსამსახურეების, არასამთავრობო სექტორის, ბიზნეს სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე