თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა - სტატუსის შეწყვეტა

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტუდენტებს სტატუსი არ შეუწყვიტოს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

“სტუდენტების, პედაგოგებისა და თანამშრომლების განცხადებების საფუძველზე, უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა - სტატუსის შეწყვეტა”, - წერია უნივერსიტეტის „ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, თეატრალური უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტმა სტატუსის შეწყვეტის შესახებ 10 მარტს განაცხადა. მანამდე, 9 მარტს კი სტუდენტების ინფორმაციით, რომლებიც უნივერსიტეტში პროტესტს მიმართავდნენ, შენობის დატოვება მოსთხოვეს.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება