მედია - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებზე სანქციებს ამკაცრებს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს აშშ-ის გადახდის სისტემებზე რუსეთის ხელმისაწვდომობის შემდგომი შეზღუდვით, - ამის შესახებ CBS News-ი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ოთხშაბათს გააუქმა ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იანვარში დაწესებული 60-დღიანი გამონაკლისი, რომელიც სანქცირებული რუსული ბანკების მონაწილეობით გარკვეული ტრანზაქციების საშუალებას იძლეოდა. ამ ნაბიჯის შედეგად კი ბანკებს აღარ შეუძლიათ წვდომა აშშ-ის გადახდის სისტემებზე ენერგეტიკასთან დაკავშირებული ტრანზაქციების განსახორციელებლად.

რუსეთის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც გათავისუფლებული იყვნენ სანქციებისაგან, მოიცავდა : „ვნეშეკონომბანკს“, „საფინანსო კორპორაცია „ოტკრიტიეს“, „სოვკომბანკს“, „სბერბანკს“, „ვითიბი ბანკს“ „ალფა- ბანკს“, „როსბანკს“, ბანკ „ზენიტს“, ბანკ „სანქტ-პეტერბურგს“ და რუსეთის ცენტრალურ ბანკს.

CBS News-ი წერს, რომ ამერიკულ საბანკო სისტემებზე ხელმისაწვდომობის შემდგომი შეზღუდვის გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებს რუსული ნავთობის შეძენას ურთულებს, რითაც ზღუდავს მის გლობალურ მიწოდებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფასის მატება ბარელზე 5 დოლარამდე, რაც შესამჩნევი ნახტომია ბოლო კვირების დაბალი ფასების შემდეგ.

CBS News-ი ხაზს უსვამს, რომ შეზღუდვების გამკაცრება იმ ფონზე ხდება, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს დაარწმუნოს რუსეთი, მიიღოს შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობები უკრაინაში ომის დასასრულებლად.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს