გრენლანდიის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი დონალდ ტრამპს - ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები, ჩვენ არ გვინდა ვიყოთ დანიელები, ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები

გრენლანდიის არჩევნებში გამარჯვებული მემარჯვენე-ცენტრისტული „დემოკრატიული“ პარტიის ლიდერი, იენს-ფრედერიკ ნილსენი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გრენლანდიელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი.

„ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები. არა, ჩვენ არ გვინდა ვიყოთ დანიელები. ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები და გვინდა დამოუკიდებლობა მომავალში. ჩვენ გვსურს თავად ავაშენოთ ჩვენი საკუთარი ქვეყანა“, - განაცხადა ნილსენმა.

ცნობისთვის, იენს-ფრედერიკ ნილსენი გრენლანდიის სავარაუდო მომავალი პრემიერ-მინისტრია, რადგან მისმა პარტიამ 11 მარტს გამართულ საკანონმდებლო არჩევნებში გაიმარჯვა და ახლა, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების მიზნით, სხვა პარტიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიასთან დაკავშირებით გუშინ კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ-ს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია მისი ხედვა გრენლანდიის პოტენციურ ანექსიაზე, ტრამპმა უპასუხა: „ვფიქრობ, ეს მოხდება“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა