„თბილისი ენერჯი“ - გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო 7800-ს აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც 13 მარტს უნდა დაწყებულიყო, დღეს, 14 მარტს დაიწყება და 7800-ს აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება.

მათი ცნობით, აღნიშნული სამუშაოები ქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის აუცილებელია.

„გაზის მიწოდება 14 მარტს 22:00-დან შეწყდება და15 მარტს 10:00-მდე აღდგება.

გაზის მიწოდება დროებით შეწყდება შემდეგ მისამართებზე: ბ. ხმელნიცკის ქუჩა - II შესახვევი 6 (გაბრიელ სალოსის IV შეს. 4), N179, 181ა (გაბრიელ სალოსის 5ჩ. 6), 181ბ (გაბრიელ სალოსის გამზ. 181ბ), 63-ის მიმდებარე ტერიტორია (გაბრიელ სალოსის III ჩიხი 9), 48, 101, 103-1, 103-2, 103-3, 103-4, 147, 147ა, 149, 149ა, 151, 153ა, 155, 157ა, 161, 163, 169, 171, 173- აბონენტებსა და სხვა მიმდებარე ობიექტებს.

გაბრიელ სალოსის გამზირი: 120 (შპს “ისანი პლიუსი”), 122 (შპს ,,ეიმ სითი”), 140 (138ა) – შპს “ისანი ბილდინგი”, 152 (შპს ,,კაპიტალ დეველოპმენტი”) და სხვა ლოკაციებს - სერგი წულაძის ქ. 32 (დევნილებით ჩასახლებული კორპუსი), ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს შორის (შპს “დირსი”-ს კომპლექსი), საავიაციო დასახლების კორპ. 5, 6, 8-ნომრებს, სამგორის ქ. 18-სა და სამრეწველო დასახლების I, II, III ქუჩებს (ბესიკ გეთიას, ჯანელიძის).

ასევე გაზის მიწოდება შეუწყდება შემდეგ დაწესებულებებს: გიმნაზია „შავნაბადა“, თბილისის N85, N97, N106 საჯარო სკოლებს, N16 და N109 საბავშვო ბაღებს, ისანი-სამგორის პოლიციის III განყოფილებას, სპორტკომპლექს „შევარდენს“ (რაგბის კავშირი), შპს „ელიტა-ბურჯს“, „ქაღალდი პლიუსს“, „განახლებას“, „ისანი +-ს“, „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“, წმ. გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერს, შპს „ავერსის კლინიკას“, „გრინვეი საქართველოსა“ და არასაყოფაცხოვრებო ობიექტებს.

მიწოდების აღდგენა დაიწყება 15 მარტს, 10:00 საათიდან და ეტაპობრივად დასრულდება 19:00 საათამდე.

"თბილისი ენერჯი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

გთხოვთ, არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის!“ - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია