მარკო მიხელსონი - მხოლოდ რუსული იმპერიალიზმის სტრატეგიული დამარცხება აღმოფხვრის ევროპაში მიმდინარე ომის ნამდვილ ძირეულ მიზეზს და პოტენციურად გადაგვარჩენს „მესამე მსოფლიო ომისგან“

რუსეთი თუთიყუშივით იმეორებს ერთსა და იმავე რიტორიკას უკრაინის ომის ძირეული მიზეზების შესახებ და აცხადებს, რომ ისინი უნდა აღმოიფხვრას, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, რუსეთის სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა - გაანადგუროს უკრაინის სუვერენიტეტი და შემდეგ დაუპირისპირდეს ნატო-ს.

„მათი სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა - გაანადგურონ უკრაინის სუვერენიტეტი და შემდეგ დაუპირისპირდნენ ნატო-ს. რა არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი? ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ცარიელ ლოზუნგებზე დაყრდნობა, როგორიცაა, მაგალითად „იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება“ და სანაცვლოდ დავისახოთ მკაფიო მიზანი: დავეხმაროთ უკრაინას გადარჩენაში და გამარჯვებაში. მხოლოდ რუსული იმპერიალიზმის სტრატეგიული დამარცხება აღმოფხვრის ევროპაში დიდი ომის ნამდვილ ძირეულ მიზეზს და პოტენციურად გადაგვარჩენს „მესამე მსოფლიო ომისგან“, - წერს მიხელსონი.

შეგახსენებთ, უკრაინისა და აშშ-ის მთავრობების წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა თანახმაა, ცეცხლის დროებით, 30-დღიან შეწყვეტას დათანხმდეს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა, უკრაინასთან ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე თუ „კრიზისის ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება“.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს