ევროკომისიის სპიკერი - საქართველოში ვხედავთ ადამიანის უფლებების გაუარესებას არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი საფრთხეს უქმნის ევროპულ გზას - ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას

საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას. შედეგად, ევროკავშირმა მკვეთრი რეაგირება მოახდინა, - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სპიკერმა ანიტა ჰიპერმა ბრიუსელში, „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამწვავდა.

„საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია ჩაძირული და ჩვენ ვხედავთ ადამიანის უფლებების გაუარესებას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას. შედეგად, ევროკავშირმა მკვეთრი რეაგირება მოახდინა. ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები. გავყინეთ ფინანსური დახმარება.

ეს თანხა ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად მივმართეთ და მივიღეთ ზომები დიპლომატიური ვიზების კუთხითაც. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში ვითარების მონიტორინგს, რათა ჩართულები ვიყოთ და ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას“, - განაცხადა ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სპიკერმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს