ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირში უკრაინის წევრობას მხოლოდ უნგრეთი ბლოკავს

ევროკავშირში უკრაინის წევრობას მხოლოდ უნგრეთი ბლოკავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირში უკრაინის წევრობაზე გადაწყვეტილებას ერთი ქვეყანა ბლოკავს. ეს ქვეყანა უნგრეთია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების შესახებ საბოლოო შეთანხმებაში გარანტიები იქნება, მათ შორის ეკონომიკური ხასიათის, და ამის შესახებ ამერიკელმა პარტნიორებმაც იციან.

„უკრაინისთვის ეკონომიკური გარანტიების N1 პუნქტი ევროკავშირში წევრობაა. ალტერნატივებისა და განხილვის გარეშე. არც აშშ, არც ევროკავშირის წევრები, რომლებმაც ასევე იციან ამის შესახებ, არავინ არაა წინააღმდეგი. ყველა მხარს უჭერს ამას, ერთი ქვეყნის გარდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უნგრეთის ხელისუფლება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტში „აშშ-ის პოლიტიკას დააკვირდება“.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს