საქართველოს უნივერსიტეტი დამდგმელი ქორეოგრაფის ახალ 3-წლიან საბაკალავრო პროგრამას იწყებს

გიორგი უშიკიშვილს, მისი გამორჩეული ხმისა და ქართული ხალხური სიმღერის შენარჩუნება-განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ყველა იცნობს, თუმცა მათმა უმრავლესობამ ჯერ კიდევ არ იცის, რომ ის უკვე საქართველოს უნივერსიტეტის ქართული ტრადიციული ხელოვნების მიმართულების პროგრამებს ხელმძღვანელობს. აღნიშნული მიმართულების შექმნით უნივერსიტეტი მიზნად ისახავს ქართული კულტურის საუკეთესო ტრადიციების სათანადოდ წარმოჩენისა და მომავალში, ერის ცხოვრებაში მისი როლის განმტკიცების ხელშეწყობას.

საქართველოს უნივერსიტეტი (UG) წელს პირველად სთავაზობს ცეკვით დაინტერესებულ აბიტურიენტებს ქართული ცეკვის ან მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სამწლიან საბაკალავრო პროგრამას, რომელიც გიორგი უშიკიშვილის ხელმძღვანელობით, ქორეოგრაფიული ხელოვნების სპეციალისტებმა, გიორგი ალიმბარაშვილმა და ნინო მახათაძემ შეიმუშავეს.

როგორ დაიწყო საქართველოს უნივერსიტეტთან ხელოვანთა გუნდის თანამშრომლობა, ამაზე გიორგი უშიკიშვილი გვიყვება.

გიორგი უშიკიშვილი: „გუნდის წევრების უმრავლესობა ერთმანეთს საკმაოდ კარგად ვიცნობთ და დიდი ხნის პროფესიული ურთიერთობაც გვაკავშირებს. დაახლოებით ერთი წლის წინ, დავუკავშირდი გიორგი ალიმბარაშვილს და შევთავაზე საქართველოს უნივერსიტეტში ქორეოგრაფის პოზიცია. მაშინ უნივერსიტეტის ბაზაზე ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ყალიბდებოდა. სულ ცოტა ხნის წინ გამიჩნდა იდეა, რომ ამავე უნივერსიტეტში განგვეხორციელებინა ტრადიციული ხელოვნების პროგრამები და მათ შორის ყოფილიყო ქართული ტრადიციული ქორეოგრაფიის მიმართულებაც. ერთობლივად დავამუშავეთ ეს იდეა და მივედით დასკვნამდე, რომ ქართულ ტრადიციულ ქორეოგრაფიასთან ერთად, საბაკალავრო პროგრამას უნდა მოეცვა მსოფლიო ხალხთა ცეკვებიც. ეს მოსაზრება მისაღები აღმოჩნდა საქართველოს უნივერსიტეტის რექტორისთვის, კონსტანტინე თოფურიასთვის, რომელიც შეგვხვდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს პროგრამა მზადაა სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად. მას შემდეგ, რაც გადაწყდა საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფიის მიმართულების შექმნაც, პროგრამის თანახელმძღვანელად მოვიწვიეთ კლასიკური საბალეტო და სახასიათო ცეკვების გამოცდილი პედაგოგი ნინო მახათაძე. შემდეგ შევხვდით პროგრამის ძირითადი და ასარჩევი კურსების პოტენციურ განმახორციელებლებს, მათაც გავაცანით ჩვენი ხედვა და ასე შეიკრა გუნდის ძირითადი ბირთვი.“

ქართული ცეკვის ან მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის პროგრამის თანახელმძღვანელის, გიორგი ალიმბარაშვილის განმარტებით, სტუდენტები პირველ სასწავლო წელს ძირითად კურსებს გაივლიან, მეორე წლიდან კი სპეციალიზაციას აირჩევენ.

გიორგი ალიმბარაშვილი: პროფესიონალი დამდგმელი ქორეოგრაფის სასწავლო მეთოდოლოგია თავისი სტრუქტურით წარმოადგენს თეორიული-მეთოდური და პრაქტიკული-შემოქმედებითი მეცადინეობების მონაცვლეობით მიმდინარე პროცესს. თავდაპირველად, I-II სემესტრში სტუდენტები ერთად ეუფლებიან სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ძირითად კურსებს. მხოლოდ III სემესტრიდან ხდება მათი დიფერენცირება ორი მიმართულებით: ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი და მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი.

აღნიშნული საბაკალავრო პროგრამით სტუდენტები დაეუფლებიან ქართულ ტრადიციულ და მსოფლიო ხალხთა ავთენტურ და სასცენო-ხალხურ საცეკვაო/საფერხულო ნიმუშებს, მათ შესრულების ტრადიციულ წესებს, ტერმინოლოგიას; შეისწავლიან ქორეოგრაფიული გაკვეთილის სტრუქტურას, სავარჯიშო მოძრაობების თანმიმდევრობას, სავარჯიშო და საცეკვაო კომბინირებული მოძრაობების სწორად შედგენას მოცეკვავეების ასაკობრივი, ფიზიკური, ფსიქოემოციური და მოძრაობის ანატომიური არსის გათვალისწინებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ექსკლუზიურად შეისწავლიან თურქეთში მცხოვრები „ჩვენებურების“, კერძოდ ლაზურ, ტაოურ, შავშურ (იმერხეულ) და კლარჯულ საფერხულო / საცეკვაო ფოლკლორულ ნიმუშებს. მიღებული ცოდნა სტუდენტს საშუალებას მისცემს, სურვილის შემთხვევაში, ტრადიციული ქორეოგრაფიული ხელოვნების სიღრმისეული შესწავლა მაგისტრატურაში განაგრძოს.“

ქართული ცეკვის ან მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის საბაკალავრო პროგრამა თავისი პროფილის გათვალისწინებით, უმთავრესად საშემსრულებლო კომპონენტისგან აიგება, კერძოდ: სტუდენტი ინტენსიურად ეუფლება დამდგმელი ქორეოგრაფის პროფესიის ძირითად ელემენტებს, შესაბამისი პროფესიულ-შემოქმედებითი ჩვევებისა და კომპეტენციების ფორმირებით. სწავლობს დამდგმელი ქორეოგრაფის ოსტატობის სხვადასხვა ხერხებსა და მეთოდებს (სემესტრში ორჯერ ახორციელებს სადადგმო პროცესს, დგამს ქორეოგრაფიულ ეტიუდს და მცირე ფორმის ცეკვას). სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტია მისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, რაც გავლენას ახდენს საბაკალავრო პროგრამის მიზნებზე, შინაარსზე, სწავლების ფორმებსა და მეთოდებზე. საქართველოს უნივერსიტეტის გამართული ინფრასტრუქტურა იძლევა ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას. პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება ინტერნეტითა და თანამედროვე აუდიო სისტემით აღჭურვილ ქორეოგრაფიულ სარეპეტიციო დარბაზში, რომელსაც აქვს ფართის შესაბამისი განათება, ავტონომიური გასახდელები და საშხაპე ოთახები გოგონებისა და ვაჟებისთვის.

როგორც პროგრამის ავტორები აცხადებენ, დამდგმელი ქორეოგრაფის 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამის შექმნა განაპირობა კვალიფიციური დამდგმელი ქორეოგრაფების ახალი თაობის განვითარების საჭიროებამ.

„დასაქმების ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ცეკვის დამდგმელ, კვალიფიციურ ქორეოგრაფებზე მოთხოვნა მზარდია. რაც შეეხება მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობას, ამ მხრივ საქართველოს უნივერსიტეტი ადგილობრივ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა შორის პირველია, რომელიც აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე, მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფებს მოამზადებს.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენს ქვეყანაში მრავლადაა ქართული ცეკვის სახელმწიფო და მუნიციპალური ანსამბლები, დამოუკიდებელი პროფესიული თუ მოყვარულთა ქორეოგრაფიული დასები, ქორეოგრაფიული სტუდიები და წრეები, მათი ხელმძღვანელების უმეტესობას აქვს ან მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილება, ან ქორეოგრაფ-რეპეტიტორის არაფორმალური განათლება (სერტიფიკატი). რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა მსოფლიო ხალხთა ცეკვის მიმართულებით: თითქმის არ გვახსენდება შემოქმედებითი დასი, რომელიც მხოლოდ ამ პროფილით მოღვაწეობს. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით გვყავს სულ თითზე ჩამოსათვლელი, დიპლომირებული ქორეოგრაფ-პედაგოგები. მათ, ძირითადად, განათლება მიღებული აქვთ ქვეყნის გარეთ, პოსტსაბჭოთა სივრცეში. აღნიშნული ფაქტორების საფუძველზე ვვარაუდობთ, რომ ქართული ცეკვის ან მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის 3-წლიანი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა საკმაოდ მოთხოვნადი იქნება“, - აცხადებს გიორგი უშიკიშვილი.

საქართველოს უნივერსიტეტის ქართული ცეკვის ან მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის, ახალი, 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ აღნიშნულ ბმულს.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის