დღეს თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება

პროტესტის 108-ე დღეს, ქვეყნის მასშტაბით, აქციები გაიმართება.

საპროტესტო აქციები დაგეგმილია როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

კერძოდ, 15 მარტის 19:00 საათზე, პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან;

20:00 - პროტესტი პარლამენტთან;

გორში, 17:00 - გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები! - საკრებულოს წინ;

ჭიათურაში,13:00 - აქცია: „ჭიათურას ჩვენი სოლიდარობა სჭირდება!“

ახალციხეში, 18:00 - პროტესტი შოთა რუსთაველის ძეგლთან;

ბათუმში, 19:00 - სოლიდარობა რეპრესიების წინააღმდეგ! (ბსუ-ს შადრევანთან);

19:00 - სამშობლოს სამსახურში! - საკონსტიტუციო სასამართლოსთან;

ზუგდიდში, 18:00 - ბრძოლა გამარჯვებამდე (სამხარეო ადმინისტრაციის წინ);

თელავში, 19:00 - უწყვეტი პროტესტი თელავში (მერიის წინ);

ქუთაისში, 18:00 - მსვლელობა: სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს! - მერიის წინ;

20:00 - საჯარო ლექცია: რატომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს! - მერიის წინ;

ჩხოროწყუში, 20:00 - გაბედე პროტესტი ყოველდღე! - მერიის წინ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს