ლევან მგალობლიშვილი - ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, ამ უთანასწორო და სასტიკ ბრძოლაში ათასობით უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი გუმისთის ბრძოლების 32-ე წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მგალობლიშვილმა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„დღეს 32 წელი გავიდა გუმისთის შეტაკებიდან, სადაც ჩვენმა ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად, ამ უთანასწორო და სასტიკ ბრძოლაში ათასობით უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა.

ჩვენი ვალია, გვახსოვდეს ჩვენი გმირი არტილერისტები, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და მათდამი სიყვარული და პატივისცემა მომავალ თაობებს გადავცეთ“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მემორიალთან თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ.

„1993 წლის 15-16 მარტს აფხაზეთში სეპარატისტებმა, დაქირავებულმა "ბოევიკებმა" და სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და იძულებული გახადა უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს. ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ქართული საბრძოლო შენაერთების გამარჯვებაში, ქართველმა არტილერისტებმა ითამაშეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის