ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა ერთ კვირაში 1 020-ზე მეტი დრონი, 1 360-მდე ბომბი და 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს - ვისაც ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს, ასე არ იქცევა

ასობით თავდასხმა ჩვენს ქალაქებსა და თემებზე ამ კვირაში: ჩერნიგოვი, ხერსონი, დონეცკი, ხარკოვი, დნიპრო, ოდესა, პოლტავა, კიევი, მიკოლაივი, ზაპოროჟიე და სუმის ოლქები. რუსებმა 1 020-ზე მეტი თავდასხმის დრონი, 1 360-მდე მართვადი საჰაერო ბომბი და 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, იმისთვის, რომ რუსეთი აიძულონ, აგრესია შეწყვიტოს, საჭიროა გადამწყვეტი ზომები, მათ შორის სანქციები.

„ისინი, ვისაც სურთ, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ასე არ იქცევიან. ამიტომ ჩვენ ერთობლივად უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა ვაიძულოთ, აგრესია შეწყვიტოს. საჭიროა გადამწყვეტი ზომები, მათ შორის სანქციები, რომლებიც არა მხოლოდ უნდა შენარჩუნდეს, არამედ მუდმივად გაძლიერდეს. უკრაინას, ევროპას, ამერიკას და ყველას, ვისაც მშვიდობა სურს - ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, - წერს ზელენსკი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს