ბექა ღვაჩლიანი - ქართული ენისა და ლიტერატურის ფუნდამენტური ფასეულობების დაცვა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, პედაგოგთა შეუპოვარი შრომის შედეგია

ქართული ენისა და ლიტერატურის ფუნდამენტური ფასეულობების დაცვა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, პედაგოგთა შეუპოვარი შრომის შედეგია, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის ახლად დანიშნულმა მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა მიმდინარე წელს საგანმანათლებლო და კულტურული ინიციატივების ფარგლებში პედაგოგების აქტიურ ჩართულობაზე და პროცესში მათი მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარე წელს საგანმანათლებლო და კულტურული ინიციატივების ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგების აქტიური ჩართულობით უმნიშვნელოვანეს საქმიანობას ახორციელებს, რომელიც ეროვნული თვითმყოფადობისა და აკადემიური წინსვლისკენაა მიმართული.

„სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ქართული ენისა და ლიტერატურის ფუნდამენტური ფასეულობების დაცვა და მათი ახალი თაობებისთვის გადაცემა, რაც პედაგოგთა შეუპოვარი შრომის შედეგია.

მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს. მე ვიქნები მათთვის მოტივაციის მიმცემი და ასევე მათი უფლებების დამცველი“, - განაცხადა განათლებისა და კულტურის მინისტრმა „მაესტროს“ ეთერში.

მისი განცხადებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის დისტანციური სწავლება ხორციელდება და ამ მეთოდმა გარკვეული პოზიტიური შედეგები უკვე მოიტანა.

"აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის დისტანციურ სწავლებას ახორციელებს, რაც მათთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს.

სწავლების აღნიშნულმა მეთოდმა პოზიტიურად იმუშავა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი ახალგაზრდები აქტიურად ეუფლებიან მშობლიურ ენას.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე თითოეულ მასწავლებელს, რომლებიც მიუხედავად უამრავი შეზღუდვისა, მაინც ერთგულად ემსახურებიან პედაგოგიურ საქმიანობას და ურთულეს პირობებში, თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიონალიზმით უდიდესი წვლილი შეაქვთ ღირსეული მომავალი თაობების აღზრდის საქმეში“, - განაცხადა ბექა ღვაჩლიანმა რომლის კომენტარსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს