ბენიამიმ ნეთანიაჰუ  - ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ მზარდი სამხედრო ძალით იმოქმედებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მან და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა სამხედროებს დაავალეს, რომ ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ მკაცრი ქმედებები გაეტარებინათ.

„პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ისრაელის თავდაცვის ძალებს ღაზას სექტორში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება დაავალეს. ეს მოჰყვა „ჰამასის“ არაერთ უარს ჩვენი მძევლების გათავისუფლებაზე, ისევე როგორც ყველა იმ წინადადებაზე, რომელიც მან მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის სტივ ვიტკოფისა და შუამავლებისგან“, - აღნიშნულია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

ისრაელის პრემიერის ოფისში აცხადებენ, რომ თავდაცვის ძალები ღაზაში „ჰამასის“ ობიექტებს ურტყამს, რათა ომის მიზნებს მიაღწიოს.

„ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ობიექტებს უტევს, რათა მიაღწიოს ომის მიზნებს, როგორც ეს განსაზღვრულია პოლიტიკური ეშელონის მიერ, მათ შორის ჩვენი მძევლების, როგორც ცოცხლების, ასევე გარდაცვლილების, გათავისუფლებას. ისრაელი, ამიერიდან, „ჰამასის“ წინააღმდეგ მზარდი სამხედრო ძალით იმოქმედებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოპერატიული გეგმა შაბათ-კვირას წარადგინა და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაამტკიცა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის