გაერო-ში ისრაელის ელჩი - ვერაფერი შეგვაჩერებს, ვიბრძოლოთ ჩვენი მძევლების გასათავისუფლებლად

ხვალ გაერო-ს უშიშროების საბჭო შეიკრიბება და ღაზას სექტორში არსებულ ვითარებას განიხილავს, - ამის შესახებ გაერო-ში ისრაელის ელჩი, დენი დენონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„დროა მსოფლიოს ქვეყნებმა სერიოზულად მიიღონ ჩვენი ურყევი ვალდებულება, დავაბრუნოთ ყველა ჩვენი მძევალი სახლში და დავამარცხოთ მტერი. ვერაფერი შეგვაჩერებს, ვიბრძოლოთ ჩვენი მძევლების გასათავისუფლებლად, რომლებიც 527 დღეა სასტიკ ტყვეობაში იმყოფებიან. არ გამოვავლენთ მოწყალებას ჩვენი მტრების მიმართ, სანამ ჩვენი მძევლები “ჰამასის” ტერორისტულ გვირაბებში იტანჯებიან“, - აცხადებს ელჩი.

შეგახსენებთ, ისრაელმა ღაზას სექტორზე მასშტაბური ავიაიერიშები განახორციელა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 200 ადამიანი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს