ისრაელმა ღაზაში საჰაერო იერიშების შესახებ აშშ-თან კონსულტაციები გამართა

ისრაელმა ღაზაში საჰაერო იერიშების შესახებ აშშ-თან კონსულტაციები გამართა, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა განაცხადა.

„ისრაელმა დღეს ღაზაში მათი თავდასხმების შესახებ ტრამპის ადმინისტრაციასთან და თეთრ სახლთან კონსულტაციები გამართა. პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ „ჰამასს“, „ჰუსიტებს“, ირანსა და ყველას, ვინც ცდილობს არა მხოლოდ ისრაელის, არამედ აშშ-ის ტერორიზებას, ეს ძვირად დაუჯდებათ. თავს ჯოჯოხეთი დაატყდებათ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, დღეს ისრაელმა ღაზას სექტორზე მასშტაბური ავიაიერიშები განახორციელა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზაში საჰაერო დარტყმების განახლების გადაწყვეტილება ისრაელმა „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლებაზე უარის თქმის გამო მიიღო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 310 ადამიანი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს