„იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“, „სოლიდარობა მზია ამაღლობელს“, - ამ ლოზუნგით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს

„იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“, „სოლიდარობა მზია ამაღლობელს“, - ამ ლოზუნგით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა უნდა დაიწყოს, ჟურნალისტები აქციას მართავენ.

მათი განცხადებით, დღევანდელი პროცესიდან პოზიტიური შედეგის მოლოდინი არ აქვთ. მათი თქმით, ქვეყანაში ჟურნალისტების დევნა მიმდინარეობს.

„მზია ამაღლობელის მიმართ გატარებული ღონისძიებები პოლიტიკური დევნაა, ის პოლიტპატიმარია. სასამართლოდან დადებითი მოლოდინი არ გვაქვს. ქალბატონ მზიას მხარდასაჭერად შევიკრიბეთ“, - აცხადებენ შეკრებილები.

მზია ამაღლობელის პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები