ლევან მგალობლიშვილის დავალებით, კომპაქტური განსახლების ობიექტებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებების შესწავლის მიზნით, აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დათუაშვილი იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური განსახლების ობიექტებს ესტუმრა და ადგილზე არსებულ საჭიროებებს გაეცნო.

„მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აფხაზეთის მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების მიერ, დროებით დევნილთა საჭიროებების გათვალისწინებით, მყისიერად განხორციელდა მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

რამდენიმე ლოკაციაზე შეკეთდა სასმელი წყლის მილები, დაბა ჩაქვის კომპაქტურ დასახლებაში მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით დაიწყო ქობულეთის მე-7 საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.

მოსახლეობასთან შეხვედრებზე ასევე გამოიკვეთა პირადი საჭიროების სხვა საკითხები. ქუთაისში ბიზნესინკუბატორის ბაზაზე არსებულ საწარმოში დასაქმდა 3 ადამიანი. გაიცა ერთჯერადი მატერიალური დახმარება და უახლოეს პერიოდში ბენზეს დასახლებაში მცხოვრებ ქალბატონს სპეციალური საჭიროების გადასაადგილებელი ეტლი გადაეცემა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს