ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია - ისმის შეძახილები:  “თავისუფლება მზიას”

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია, სადაც „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა, ხმაურია.

სასამართლოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები სასჯელაღსრულების სპეციალურ ავტომობილს, რომლითაც მზია ამაღლობელი უნდა გადაიყვანონ, გადადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ.

ისმის შეძახილები: “თავისუფლება მზიას”. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები, რომლებიც გზის გათავისუფლებას ცდილობენ.

როგორც ცნობილია, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები