რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე პროტესტი განახლდა. მოქალაქეებმა, რომლებიც უკვე სამ თვეზე მეტია ყოველდღიურად იკრიბებიან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები პროტესტის ნიშნად 111-ე დღეა იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნით: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან სეუ-ს სტუდენტური მოძრაობა მეორე დღეა 24-საათიან უწყვეტ პროტესტს მართავს.

სტუდენტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, 24-საათიანი პროტესტის შესახებ, რომელიც, მათი თქმით, გაგრძელდება ვიდრე ხელისუფლება არ გადადგება.

“ჩვენ ვართ სეუ-ს სტუდენტური მოძრაობა, რომლებიც ვითხოვთ “ქართული ოცნების” გადადგომას, არანაირ ახალ არჩევნებს. “ქართული ოცნების” გადადგომა ავტომატურად ნიშნავს ახალ არჩევნებს.

ჩვენი გეგმაა, 24-საათიან პროტესტში ყოფნა, რომელიც აუცილებლად გაიზრდება და გავხდებით იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე რუსთაველის გამზირს უნახავს”, - განაცხადა სეუ-ს სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთმა სტუდენტმა, ლერი დარჯანიამ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს