ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-სა და რუსეთს ნებისმიერი საკითხის განხილვა შეუძლიათ, მაგრამ უკრაინა პუტინისთვის მენიუში არ უნდა იყოს

აშშ-სა და რუსეთს ნებისმიერი საკითხის განხილვა შეუძლიათ, მაგრამ უკრაინა პუტინისთვის მენიუში არ უნდა იყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, აშშ-სა და რუსეთს თავიანთი საკითხების ფართო წრე აქვთ და შეუძლიათ, განიხილონ ის, რაც სურთ.

“უფრო ფართოა საკითხთა წრე, ეს იმისთვის, რომ უკრაინა მაქსიმალურად გაირიცხოს ამ პროცესიდან, ვინაიდან, მხარეებს ნამდვილად აქვთ თავიანთი თემების ფართო წრე. ეს გასაგებია, ამერიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მთელი პატივისცემით ამერიკისადმი, პრეზიდენტისადმი - მათ რაც უნდათ იმის განხილვა შეუძლიათ… მეჩვენება, რომ ეს მათი ორმხრივი ურთიერთობებია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს ჩვენს ვითარებაზეც”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან ამერიკელებს უთხრა, რომ მას არ სურს, რომ უკრაინა იყოს “პუტინისთვის მენიუს სიაში”.

“ჩვენ სალათები არ ვართ, კომპოტი არ ვართ ამ ადამიანისთვის, მისი მადის მიუხედავად. დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. ამიტომ ჩვენს გარეშე ჩვენს შესახებ - ვთვლი, რომ არასწორია შეთანხმება, ვინაიდან ყველასთვის სასურველი შედეგი არ იქნება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ მას აშშ-ის პრეზიდენტთან ჯერ არ უსაუბრია.

“ვთვლი, რომ საუბარი გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან, დეტალებს გავიგებთ. ყოველთვის მხარს ვუჭერდით პოზიციას, რომ არავითარი იარაღით არ ყოფილიყო დარტყმები ენერგეტიკაზე",-განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინელებისთვის აშკარაა, რომ ტრამპისა და პუტინის შეთანხმებები ჯერ არ მუშაობს, ვინაიდან, მათი საუბრის დასრულების შემდეგ უკრაინაში საჰაერო განგაში ისმოდა.

“ვფიქრობ, უკრაინელებისთვის გასაგებია რა ხდება. ახლა უკრაინაში განგაშია. ანუ ეს, პრინციპში, არის კიდევაც პასუხი იმაზე, თუ რა ხდება. ანუ, რუსებმა, როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვეს, რომ პრეზიდენტ ტრამპთან საუბრის დროს ისინი ბრძანებას გასცემენ ენერგეტიკაზე ან შორი მანძილის იარაღით დარტყმების შეწყვეტის თაობაზე, “შაჰედებით” მათ შორის. მაგრამ ახლა არის განგაში, ანუ ახლა ეს ყველაფერი არ მუშაობს”,-განაცხადა ზელენსკიმ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო