დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დახმარების საკითხზე არ გვისაუბრია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დახმარების საკითხი არ განუხილავთ.

„ჩვენ არ გვისაუბრია დახმარებაზე, საერთოდ არ გვილაპარაკია დახმარებაზე. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ დახმარებაზე საუბარი არასდროს ყოფილა “, - აღნიშნა ტრამპმა Fox News-თან საუბარში.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „კონფლიქტის ესკალაციის არდაშვებისა და პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მისი მოგვარების მიმართულებით სამუშაოდ საკვანძო პირობა უნდა გახდეს, კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეჩერება“.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს