ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაზე ავიაიერიშების განახლებაზე - ეს მხოლოდ დასაწყისია

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასთან“ მძევლების თაობაზე ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება „ცეცხლის ქვეშ“ წარიმართება, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

მისი თქმით, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია სადაზვერვო სამსახურების და თავდაცვის ძალების რეკომენდაციით დაიწყო და რომ ეს იყო ბოლო გამოსავალი მძევლების გათავისუფლების რამდენიმე კვირიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.

ნეთანიაჰუს განმარტებით, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, „ჰამასმა“ უარყო ყველა შემდგომი წინადადება ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებაზე.

„ამიერიდან მოლაპარაკებები მხოლოდ ცეცხლის ქვეშ წარიმართება. ეს მხოლოდ დასაწყისია“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია