Reuters - აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოებმა რუსული დივერსიის, დეზინფორმაციისა და კიბერთავდასხმების წინააღმდეგ კოორდინირებული ძალისხმევით მუშაობა შეაჩერეს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოებმა რუსული დივერსიის, დეზინფორმაციისა და კიბერთავდასხმების წინააღმდეგ კოორდინირებული ძალისხმევით მუშაობა შეაჩერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანს უკრაინაში ომის დასრულების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქება წარმოადგენს.

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის მიერ დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ დივერსიების გაძლიერების ფონზე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასულ წელს ეროვნული უსაფრთხოების გუნდს მონიტორინგის მიზნით სამუშაო ჯგუფების შექმნა უბრძანა.

პროცესში, სულ მცირე, შვიდი ამერიკული ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო იყო ჩართული, თუმცა დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ სამუშაოს დიდი ნაწილი შეჩერდა. კერძოდ, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა (NSC) და ევროპელ ოფიციალურ პირებს შორის რეგულარული შეხვედრები აღარ იმართება და ასევე, NSC-მ აშშ-ს სააგენტოებს შორის კოორდინაცია შეწყვიტა.

Reuters-ის ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია ის, თუ რა სიხშირით აწვდის აშშ ევროპას დივერსიულ კამპანიებთან დაკავშირებულ სადაზვერვო ინფორმაციას, თუმცა დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის სადაზვერვო ინფორმაციის რუტინული გაცვლა გრძელდება.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა