რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით ტყვეთა გაცვლის ფარგლებში 372 სამხედრო გაცვალეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვმა დააბრუნა 175 უკრაინელი სამხედრო ტყვე, ასევე „22 მძიმედ დაჭრილი სამხედრო ტყვე, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ“, ხოლო კიევმა 175 რუსი ჯარისკაცი.

ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

"დღეს კიდევ ერთი დღეა, როცა უკრაინა თავის ხალხს იბრუნებს. რუსული ტყვეობიდან ჩვენი 175 დამცველი გათავისუფლდა. კიდევ 22 მცველი სახლში ბრუნდება გაცვლის მიღმა არსებული ზომებით, რომელთა შორის არიან მძიმედ დაჭრილი მეომრები და ისინი, ვისაც რუსეთი დევნიდა მოგონილი დანაშაულებისთვის. ყველა მათგანი დაუყოვნებლივ მიიღებს აუცილებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას", - წერს ზელენსკი და დასძენს, რომ უკრაინას ახსოვს "ჩვენი თითოეული გმირი და ჩვენს ხალხს, ყველას სახლში მოვიყვანთ".

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა