მამუკა ხაზარაძე - ადგილობრივი არჩევნების საკითხის დღის წესრიგში შემოტანა 7 თვით ადრე, არის ბიძინას და „ოცნების გეგმა“ - გადაიტანოს ყურადღება ძირითადი მოთხოვნიდან

ადგილობრივი არჩევნების საკითხის დღის წესრიგში შემოტანა 7 თვით ადრე, არის ბიძინას და ოცნების გეგმა - გადაიტანოს ყურადღება ძირითადი მოთხოვნიდან, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ძლიერი საქართველოს“ მთავარი პრიორიტეტი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

„ადგილობრივი არჩევნების საკითხის დღის წესრიგში შემოტანა 7 თვით ადრე, არის ბიძინას და ოცნების გეგმა - გადაიტანოს ყურადღება ძირითადი მოთხოვნიდან. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ჩვენთვის ეს არის დღეს მთავარი პრიორიტეტი!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს