ბენიამინ ნეთანიაჰუ - მემარცხენე „დიფ სთეითი“ მართლმსაჯულების სისტემას ხალხის ნების ჩასაშლელ იარაღად იყენებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ე.წ. „დიფ სთეითს“ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის მართლმსაჯულების სისტემის „ხალხის ნების ჩასაშლელად“ გამოყენებას ცდილობს.

„როდესაც ამერიკასა და ისრაელში არჩევნებში ძლიერი მემარჯვენე ლიდერი იმარჯვებს, მემარცხენე „დიფ სთეითი“ მართლმსაჯულების სისტემას ხალხის ნების ჩასაშლელ იარაღად იყენებს“, - წერს ნეთანიაჰუ სოციალურ პლატფორმა X-ზე.

გამოცემა The Times of Israel-ი წერს, რომ ნეთანიაჰუს ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე სამართალდამცავებმა ნეთანიაჰუს თანაშემწეებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ორი ეჭვმიტანილი დააკავეს და დაკითხეს. გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, გადაურიცხეს თუ არა ნეთანიაჰუს თანაშემწეებს ათასობით დოლარი კატარიდან ბოლო თვეების განმავლობაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია