დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარზე - გვქონდა ორი ძალიან კარგი სატელეფონო ზარი და მჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა მოხდება, რათა შევაჩეროთ სისხლისღვრა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი სატელეფონო საუბრები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან „ორი ძალიან კარგი საუბარი“ იყო.

„პრეზიდენტ პუტინთან საუბარი ძალიან კარგად წავიდა, შემდეგ მე ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და ავუხსენი, რა მოხდა და რომ ჩემი მიზანია ამ ორი ქვეყნის ერთად შეკრება [მოლაპარაკებების მაგიდასთან]. შემდეგ ჩვენ ვიმუშავებთ ცეცხლის შეწყვეტაზე და საბოლოოდ შევაჩერებთ კვირაში 2 000 ადამიანის დაკარგვას“, - აღნიშნა ტრამპმა Breitbart News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსეთ - უკრაინის ომში კვირაში ორი ათასი ადამიანი და მეტი იღუპება და სურს, ეს ომი შეაჩეროს.

„კვირაში ორი ათასი ადამიანი, ან მეტი იღუპება იმ ომში და მინდა შევაჩერო. ასევე მინდა შევწყვიტო მასიური გადახდები, რომელიც აუცილებელია ჩვენს მიერ. ასევე მინდა, რომ ევროპამ იგივე გადაიხადოს, როგორც ჩვენ, რადგან მათ ეს ვერ შეძლეს ბაიდენის დროს და ბაიდენს არასოდეს უთხოვია ეს, რადგან ბაიდენი უკიდურესად არაკომპეტენტური პრეზიდენტი იყო. ჩვენ გვქონდა ორი ძალიან კარგი სატელეფონო ზარი და მჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა მოხდება, რათა შევაჩეროთ სისხლისღვრა, რომელიც იქ ხდება“, - აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი ორი დღის წინ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. გუშინ კი მან უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა სატელეფონო საუბარი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის