დიმიტრი პესკოვი - ევროპა „ომის პარტიად“ გადაიქცა

ევროპა „ომის პარტიად“ გადაიქცა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ბრიუსელიდან სიგნალები ყოველდღიურად გვესმის. მთავარი სიგნალები ბრიუსელიდან და ევროპული დედაქალაქებიდან ახლა ევროპის მილიტარიზაციის გეგმებს ეხება, რაც კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების ძიების შესახებ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების დამოკიდებულებას ეწინააღმდეგება. ევროპა ომის პარტიად კიდევ უფრო მეტად გადაიქცა“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობის შესახებ მოსკოვს ბრიუსელიდან სიგნალი არ მიუღია.

„არა, არანაირი სიგნალი არ ყოფილა“, - აღნიშნა პესკოვმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის