„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, მარნეულში ადგილობრივ მუსლიმთა თემს, კოალიციის მხარდამჭერებსა და ორგანიზაციის წევრებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცეს

დღეს, მარნეულში „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, ბადრი ჯაფარიძემ, აგილ მუსტაფაევმა, ლანა გალდავამ და ვატო სურგულაძემ, ადგილობრივ მუსლიმთა თემს, კოალიციის მხარდამჭერებსა და ორგანიზაციის წევრებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო-ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო პროცესებს და არსებულ პოლიტიკურ გამოწვევებს შეეხებოდა.

„შეხვედრა ასევე შეეხებოდა პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს