ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპას სჭირდება სისწრაფე გადაწყვეტილებების მიღებაში - ანტიევროპულია, როდესაც ერთი ადამიანი ბლოკავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მთელი კონტინენტისთვის არის მნიშვნელოვანი

ანტიევროპულია, როდესაც ერთი ადამიანი ბლოკავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მთელი კონტინენტისთვის არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოსადმი მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ევროპას სჭირდება სისწრაფე გადაწყვეტილებების მიღებაში და მკაფიო ინსტრუმენტები დაბლოკვისგან თავის დასაცავად.

“სამწუხაროდ, ასევე, საჭიროა გარკვეული ზეწოლა ევროპის შიგნით, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ყველა დაპირება ნამდვილად შესრულდეს. კონკრეტულად, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და ევროპული ერთიანობისთვის ზოგიერთი ფუნდამენტური საკითხის მოგვარება.

უბრალოდ ანტიევროპულია, როდესაც ერთი ადამიანი ბლოკავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მთელი კონტინენტისთვის არის მნიშვნელოვანი, ან რომლებიც უკვე შეთანხმებულია. უკრაინამ მოთხოვნები დააკმაყოფილა, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი სირთულეებია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინისთვის მოლაპარაკებების სხვა თავების გახსნის მხრივ.

ევროპას სჭირდება სისწრაფე გადაწყვეტილებების მიღებაში და ნათელი ინსტრუმენტები საკუთარი თავის არასაჭირო ბლოკირებებისგან დასაცავად. უკრაინა ევროპის ნაწილია, ევროპა ერთ-ერთი მოთამაშეა გლობალურ სამშვიდობო ძალისხმევებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს