რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

საკანონმდებლო ორგანოსთან დემონსტრანტები უწყვეტი პროტესტის 113-ე დღეს, უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები.

ადგილზე დემონსტრანტებს მოტანილი აქვთ ხმის გამაძლიერებელი და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მხარდამჭერ ჰიმნს აჟღერებენ. "ეროვნულ ნაკრებს გაუმარჯოს" - სკანდირებენ ისინი.

პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, საიდანაც მოგვიანებით, აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადმოინაცვლებენ და რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას შეუერთდებიან.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია