გიორგი ვაშაძე - საქართველო ირჩევს დემოკრატიას, სუვერენიტეტს და დასავლურ მომავალს - 22 მარტს, შევიკრიბოთ ერთად!

საქართველო ირჩევს დემოკრატიას, სუვერენიტეტს და დასავლურ მომავალს - 22 მარტს, შევიკრიბოთ ერთად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, 22 მარტს იქნება გზავნილი, რომ საქართველო არ არის მარტო და რომ ბრძოლა დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის საერთაშორისო მხარდაჭერას იმსახურებს.

„22 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე გაიმართება მსვლელობა, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერას „მეგობარი აქტის“ მიმართ. ამერიკის „მეგობარი აქტის“ ინიციატივა საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ადასტურებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურყევ ურთიერთობას. ეს არის გზავნილი, რომ საქართველო არ არის მარტო და რომ ჩვენი ბრძოლა დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის საერთაშორისო მხარდაჭერას იმსახურებს.

ჩვენ, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები, ვერთიანდებით, რათა ნათლად განვაცხადოთ –საქართველო ირჩევს დემოკრატიას, სუვერენიტეტს და დასავლურ მომავალს! 22 მარტს, მოდით ყველამ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და მომავალი!“, - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს