ვოლოდიმირ ზელენსკი - ველით რეალურ ზეწოლას ევროპისა და აშშ-სგან რუსეთზე, რათა მან „შაჰედებით“ ტერორი შეწყვიტოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდა არის გზა იმისკენ, რომ რუსეთმა „შაჰედებით“ ტერორი შეწყვიტოს.

„სწორედ რუსეთზე ერთობლივი ზეწოლა, სანქციების გაძლიერება და ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვითი მხარდაჭერა არის გზა ასეთი რუსეთის მხრიდან ასეთი ტერორის და ომის გახანგრძლივების დასრულებისკენ. ჩვენ ველით რეალურ ზეწოლას რუსეთზე აშშ-ის, ევროპისა და ყველა ჩვენი პარტნიორისგან. ეს არის ის, რაც დიპლომატიას მუშაობის საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, გუშინდელიდან რუსეთი უკრაინის რეგიონებს 200-ზე მეტი დრონით, ასევე მართვადი საჰაერო ბომბებით დაესხა თავს.

დაბომბვის შედეგად დაზარალდა ოდესის, ზაპორიჟიეს, სუმის, კიევის, ხმელნიცკის და ჩერნიგოვის რეგიონები.

ზელენსკის თქმით, ოდესის ოლქზე ოკუპანტების მასიური დარტყმების შედეგად ხანძარი გაჩნდა სავაჭრო ცენტრში, მაღაზიებში და დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა, დაშავდა სამი ბავშვი. ზაპოროჟიეში კი ექვსი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი, დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს