CIU-ს სტუდენტური სტარტაპი „ჩაკო“ „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ პროექტის გამარჯვებულია

ბაკურიანში, სასტუმრო ბაკურიანი ინნ“-ში, ღონისძიება „მომავალი ლიდერები სოციალურ მეწარმეობაში“ გაიმართა, რომელიც პროექტის „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ ფარგლებში მოეწყო. აღნიშნულ ინფორმაციას კავკასიის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიება 1-2 მარტს ჩატარდა.

„პროექტი, რომელიც ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, #EU4Youth პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ლიდერების გაძლიერებას სოციალური მეწარმეობის მიმართულებით.

ღონისძიებაში საქართველოში შექმნილი სოციალური საწარმოს წარმომადგენელი ახალგაზრდები, აქსელერაციის ექსპერტები და მენტორები მონაწილეობდნენ, რომლებსაც უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ, ცოდნა გაეღრმავებინათ, სამეწარმეო უნარები გაეუმჯობესებინათ და დაენერგათ ინოვაციური სოციალური ბიზნეს-იდეები.

აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობას იღებდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ბიზნეს ინკუბატორის“ სტუდენტური სტარტაპი „ჩაკო“ (ეკომეგობრული ჩანთა), რომელიც 728 პრეტენდენტიდან 15 გამარჯვებულს შორის მოხვდა და გრანტის სახით 2000 ევრო მოიპოვა.

გუნდმა აღნიშნულ წარმატებას რამდენიმეთვიანი ინტენსიური მუშაობის, მენტორინგისა და აქსელერაციის პროგრამის გავლის შედეგად მიაღწია, „ბიზნეს ინკუბატორში“ სტუდენტებს კი მენტორინგს უწევდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესმენტორი და „ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელი ია ნადირაშვილი.

აღნიშნული აქსელერაციის პროექტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ახალგაზრდებს დიდი პოტენციალი აქვთ სოციალური მეწარმეობის სფეროში. ისინი მზად არიან, თავიანთი იდეებითა და ინოვაციებით საზოგადოება უკეთესობისკენ შეცვალონ, შექმნან მდგრადი და სოციალური გავლენიანი ბიზნესები და იყვნენ ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი ძალა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს