აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მთავრობის წევრებმა აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით 2025 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს.

მთავრობამ განიხილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების აფხაზეთის მთავრობის აპარატის დაქვემდებარებაში გადასვლის საკითხი, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურული გაძლიერებით არის განპირობებული.

სხდომაზე ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს.

აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს