ნინო წილოსანი - ის ფაქტი, რომ რადიკალი ოპოზიციონერები კონკრეტულ პასუხს ვერ იძლევიან, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, უკავშირდება იმას, რომ დირექტივა, რომელსაც გარედან იღებენ, არ აქვთ მიღებული

ის ფაქტი, რომ რადიკალი ოპოზიციონერები კონკრეტულ პასუხს ვერ იძლევიან, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ის ერთხაზოვანი დირექტივა, რომელსაც ისინი გარედან იღებენ ხოლმე, არ აქვთ მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მერყეობა იქიდან გამომდინარეობს, რომ არც საკუთარ ამომრჩეველში არიან დარწმუნებული.

„ფაქტობრივად, ამ რადიკალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უცხო გავლენების ხარჯზე საკუთარ ამომრჩეველს უღალატეს, რადგან იმ კონკრეტულმა ადამიანებმა ამ პარტიებს იმისთვის მისცეს ხმა, რომ პარლამენტში შემოსულიყვნენ, გაეჟღერებინათ თავისი ამომრჩევლის ინტერესები, იდეები და ემუშავათ. ამ შემთხვევაში მათ ერთი ხელის მოსმით გვერდით გადადეს ქართველი ხალხი და ხალხის ის ნაწილი, რომელიც მათი ამომრჩეველია და პირდაპირ უცხო გავლენებზე გააკეთეს არჩევანი, ვისგანაც ფინანსდებიან. ასევე არავის გაგვიკვირდება თუ ეს რადიკალი ოპოზიციონერები როგორც თავიანთი პარტიების შიგნით, ასევე პარტიებს შორისაც ვერ იტანენ ერთმანეთს, გატანაც არ აქვთ ერთმანეთის. თუ დროებით იყვნენ შეკოწიწებული და გაერთიანებულები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მათ არ აერთიანებდათ არანაირი იდეოლოგიური კავშირი. მათი ერთადერთი გამაერთიანებელი შინაარსობრივად “ნაცური” იდეოლოგიაა, რომელსაც სამწუხაროდ, გარედან ყველაზე შავ-ბნელი ძალები კურირებენ”, - განაცხადა წილოსანმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს