ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა არ განიხილავს გაეროს უცხოური კონტინგენტის ან უსაფრთხოების გარანტიების ალტერნატივად

უკრაინა არ განიხილავს გაეროს უცხოური კონტინგენტის ან უსაფრთხოების გარანტიების ალტერნატივად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხ კოლეგა, პეტრ პაველთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება გაეროს, მთელი პატივისცემით - გაერო არ დაგვიცავს ოკუპაციისგან ან პუტინის სურვილიდან, კიდევ ერთხელ მოვიდეს. არ განვიხილავთ გაეროს [უცხოური] კონტინგენტის ან უსაფრთხოების გარანტიების ალტერნატივად. მხარს ვუჭერთ გონიერ, ლოგიკურ ურთიერთობებს გაეროსთან, წარმომადგენლებთან და გენერალურ მდივანთან, მაგრამ გაერო არ შეიძლება უსაფრთხოების გარანტიების ალტერნატივა იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინის ომით დაბრუნების შემთხვევაში გაეროს თუ უკრაინის დაცვის არანაირი მანდატი არ ექნება, ჩნდება კითხვა - ექნება თუ არა ასეთი მანდატი უცხოურ კონტინგენტებს.

„ჯერ პასუხი არ არის ამ კითხვაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, როდესაც არის გასაგები ძალები, არის საჰაერო თავდაცვა, და არის გემები, არის თვითმფრინავები და არის სერიოზული არმია, არის ჩვენი პარტნიორების რეალური დაზვერვა აქ, უკრაინაში, აშკარაა, რომ ასეთი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ წასვლა ძალიან სახიფათოა. შეეშინდება თუ არა რუსეთს გაეროსი? მათ ამ ომით ყველაფერი დაარღვიეს, ამიტომ არა მგონია, რომ შეეშინდებათ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა